ისიდორე დოლიძე (1915-1982)

იურისტი, აკადემიკოსი. 1947-1948წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 1949 წელს დაინიშნა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად. შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.