გიორგი ჭოღოშვილი (1914-1998)

მათემატიკოსი და პედაგოგი. საქართველოში ტოპოლოგიასა და ალგებრაში სამეცნიერო კვლევათა ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), პროფესორი (1946). 1931-1932 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1937 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1946-1998) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.