ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1932-1933წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის დოცენტი; 1935-1970წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.