ნუგზარ ტატიშვილი (1933-2004)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.