გიორგი გედევანიშვილი (1883-1957)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.

დაამთავრა პეტერბურგის საარტილერიო აკადემია 1912 წელს. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მონაწილეობდა ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნაში. არის სამეცნიერო ნაშრომების და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი შრომები ეხება ლითონის ჭრის თეორიასა და ტექნოლოგიას, მათი წნევით დამუშავებისა და შედუღების პროცესთა საკითხებს.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.