ვლადიმერ ჭელიძე (1906-1978)

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში; 1950-1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის გამგე; 1948-1952წწ. საქართველოს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (1951-1952წწ. — დირექტორი). ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგრალის თეორია; ჯერად მწკრივთა და L2-კლასის ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები; შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში, განაზოგადა ჰაარისა და დიუბუა-რეიმონის კლასიკური შედეგი.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.