აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ანდრია ბიწაძე (1916-1994)

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969). ბიოგრაფია 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1940–1948 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში და თბილისის უნივერსიტეტში, 1948–1959 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1959–1971 წლებში — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების მათემატიკის ინსტიტუტში და ნოვოროსიბირსკის უნივერსიტეტში. 1971 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად და მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტში კათედრის გამგედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1982), შრომის წითელი დროშის ორდენის ორგზის კავალერი (1966, 1975), დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1971). ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1986 ) და მედლებით. იყო ჭიათურის საპატიო მოქალაქე. გარდაიცვალა მოსკოვში 1994 წელს, დაკრძალულია დონის მონასტერში.