აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ქსენია ბახტაძე (1899-1978)

სელექციონერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1955) და საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის (1956) აკადემიკოსი, საქართველოს (1960) და აჭარის (1966) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სოციალისტური შრომის გმირი (1966). 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით. 1921–1926 წლებში მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის (გარდაბნის რაიონი) და განჯის საცდელ სადგურებში. 1927 წლიდან მუშაობს ჩაქვის საცდელ სადგურში, სადაც ხელმძღვანელობს ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას. მის მიერ გამოყვანილია ჩაის 19 ჯიში, რომელთა შექმნისათვის ბახტაძეს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1948). დაკრძალულია დაბა ჩაქვის სასაფლაოზე.