აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვალერიან მეტრეველი (1917-2004)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1974 წელს, დაინიშნა საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად, სადაც მუშაობდა 1983 წლამდე. 1983 წლიდან 1990 წლამდე სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარე და მეცნიერული უზრუნველყოფის დარგში საქართველოს სასოფლო – სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ამ პერიოდში მან მოამზადა ნიადაგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღსადგენად, ხოლო 1990 წელს, აკადემიის აღდგენის შემდეგ, იგი აირჩიეს ამ აკადემიის პრეზიდენტად. იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი, აგრარულ საკითხებში საქართველოს პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კოლეგიის წევრი, საქართველოს ენციკლოპედიის, საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სადისერტაციო საბჭოებს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.