აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი)(1863 — 1953)

ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე ვაკის სასაფლაომდე, მისი ნეშტი მხოლოდ ორმოცდარვა ადამიანმა გააცილა. 1963 წელს, დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, ხოლო 1987 წელს ლევილიდან თბილისში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო-პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტიც. 2000 წელს  გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.

ნინო პოლტორაცკაიას საფლავი ექვთიმეს გვერდით. ნინოს გარდაცვალება ერთ ბრმა შემთხვევას მოჰყვა. ექვთიმე თაყაიშვილი ასე უამბობდა იმ ამბავს თავის უმცროს მეგობარს იროდიონ სონღულაშვილს: „რა მოგწერო, ჩემო კარგო, ქვა აღმართში მოგვეწია. ნინო ერთ ბნელ საღამოს დაეცა. ჯოჯოხეთური ღამე გავატარეთ. მეორე დღეს ექიმის თანხლებით, სპეციალური კარეტით ჩავიყვანეთ პარიზში და საავადმყოფოში მოვათავსეთ. მორჩენის პროცესი ხანგრძლივი იქნება. სულ უკანასკნელი 100 დღე მაინც უნდაო. ეს უფრო აწუხებს, რომ ვეღარ მივლის. ვცდილობთ, ეს ბედისწერაც გადავიტანოთ.“ ვერ გადაიტანეს. ოცი თვის მანძილზე ექვთიმე ერთი საათითაც არ მოშორებია მომაკვდავი მეუღლის საწოლს დაიკრძალა ლევილის სასაფლაოზე. 1987 წელს გადმოასვენეს დიდუბის პანთეონში-მეუღლის გვერდით. შემდეგ გადმოასვენეს მთაწმინდის პანთეონში.