აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნინო თოიძე (1966-1989)

დაამთავრა ლიხაურის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა რუსეთში და იქ გააგრძელა სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სტუდენტი იყო მე-3 კურსიდან თბილისში დაბრუნდა და სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში დაუსწრებელ ფაკულტეტზე და თან მუშაობდა, რათა არ შეეწუხებინა ხელმოკლედ მცხოვრები მშობლები. როცა ეროვნული გამოსვლები დაიწყო აქტიურად ჩაება ამ მოძრაობაში. ძალიან უყვარდა სამშობლო. ერთხელ ისიც კი უთქვამს: „თუ დასჭირდა ჩემ სამშობლოს თვალს არ დავახამხამებ ისე შევეწირებიო“. დედა ძალიან ფრთხილი ქალი იყო, ერთხელ კი გაუჯავრდა რას ამბობო, მაგრამ დიდად არ შეშინებია, რადგან არ ეგონა რომ მშვიდობიან მომიტინგეებს დახოცავდნენ. ნინოს ძალიან უყვარდა თავისი მეგობრები, როცა ჯალათები შეესია მომიტინგეებს, ჯერ არ ეგონათ თუ რამეს დაუშავებდნენ. ცეკვა-თამაშით შეეგებნენ მათ. მაგრამ როცა დარბევა დაიწყეს ხალხი გარბოდა, გარბოდა ნინოც. თითქმის სამშვიდობოს იყო გასული უკან მოიხედა და დაინახა მისი მეგობარი, აზა ადამია, (რომელიც მისი კურსელი იყო), რომელსაც ჯალათმა ჩასცხო ნიჩაბი, აზა ჩაიკეცა. ნინოს სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, უკან გამოიქცა, ჯალათს დაუყვირა რას ჩადიხარო, დაიხარა აზას წამოსაყენებლად, მაგრამ ჯალათმა არც ის დაინდო და ნიჩბით ფუძე გადაუტეხეს. დაკრძალულია ოზურგეთის რიონის სოფელ ლიხაურში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გოგიტა ცეცხლაძემ.