აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლევან ჯაფარიძე (1905-1972)

ბოტანიკოსი, მცენარეთა ფიზიოლოგი და ანატომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა. იგი 40 წელიწადზე მეტხანს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე, ერთხანს დირექტორიც: 1931 წლიდან იყო მცენარეთა ანატომიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, ბოტანიკური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.