აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე დიდებულიძე (1882-1951)

ფიზიკოსი. მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1910 წლის მაისში ალექსანდრემ წარჩინებით დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური განყოფილების სრული კურსი და მიიღო ინჟინერ-ტექნოლოგის წოდება ჰიდროელექტრობის სპეციალობაში. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1909 წლიდან, 1915 წელს მას მიანიჭეს დოცენტის წოდება. 1915 წელს, დიდებულიძე მოსკოვში გაემგზავრა.  იგი ლექციებს კითხულობდა ელექტროტექნიკაში. ამასთან ერთად ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკურ ლაბორატორიას მოსკოვის ტექნიკურ სასწალებელში. 1916 წლის დამლევს ალექსანდრე დიდებულიძე მოსკოვიდან ოდესაში გაემგზავრა. იყო ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრისა და პოლიტექნიკური ფაკულტეტის მოწყობის საქმეში. მოაწყო ელექტროსადგური უნივერსიტეტის შენობის გასანათებლად, დააარსა უნივერსიტეტის აფთიაქი, მოაწყო პატარა ლითოგრაფია, 1923 წლის 20 იანვარს დიდებულიძე თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორად დანიშნეს 1940 წლის 30 დეკემბერს ალექსანდრე დიდებულიძემ დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.