აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ედიშერ ხოშტარია-ბროსე (1927-2005)

ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). დაიბადა ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს შვილიშვილის, ოჯახში. 1949 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი (1956-1962) და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1962-1972). ხელნაწერთა ინსტიტუტში განყოფილების გამგე (1972–1983), დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (1983–1999) და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა კაპიტალიზმის ისტორიას, შუა საუკუნეების ისტორიას (მთის პრობლემები, აფხაზების წარმოშობა და სხვ.), „ქართლის ცხოვრებასა“ და სხვ. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.