ევდემოზ I (გვარად დიასამიძე; გ. 1643)

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1630-1638 წლებში. თეიმურაზ I-ის ძის დათუნა ბატონიშვილის სიმამრი. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 4 (17) ოქტომბერი დააწესა. დაკრძალულია ანჩისხატის ტაძარში.