აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე (1788-1810)

ანტონ კათოლიკოსი გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს. ნიჟნი-ნოვგოროდის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველი მწყემსმთავარი. კათოლიკოსი დაკრძალეს ჯერ მიძინების ტაძარში. ამ უკანასკნელის დანგრევის შემდეგ გიორგი გრუზინსკიმ 1841 წელს იგი ფერისცვალების საკათედრო ტაძარში გადაასვენა.

ნიჟნი ნოვგოროდი, კრემლი, ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი, მეორე სართულისმარჯვენა ეკვდერის კანკელი – ერთი სართულით ქვეშ განისვენებდა ანტონ II.

1929 წლის აპრილში დაიწყო ფერისცვალების ტაძრისა და სამრეკლოს ნგრევა. ზაფხულში დაიწყო საბჭოთა სახლის საძირკვლის გაჭრა, ამ პროცესის დროს აღმოაჩინეს ორი საფლავი, პირველი სურათმა მოაღწია ჩვენამდე. ამ ჩონჩხს ნიჟნი ნოვოგოროდელმა არქივარიუსმა ვიშნევსკიმ “Богатырский костяк” – “გოლიათური ჩონჩხი” უწოდა.