ვაჟა ფშაველა (1861-1915)

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი. 1915 წლის 27 ივლისს  გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1957 წლამდე კი დიდუბის პანთეონში იყო გაკეთებული წარწერა: „აქ განისვენებდა ვაჟა ფშაველა“. 1957 წლის 24 მარტს ვაჟას ნასაფლავარში დაკრძალეს მისი მეუღლე — თამარ გიორგის ასული დიდებაშვილი-რაზიკაშვილი.

ვაჟას საფლავის ქვა დიდუბის პანთეონში, აქ დღეს ვაჟას მეუღლე განისვენებს

ვაჟას საფლავის ქვა დიდუბის პანთეონში, აქ დღეს ვაჟას მეუღლე განისვენებს