პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. უკანასკნელ გზაზე გალაკტიონი მთელმა საქართველომ გააცილა. მთაწმინდის პანთეონისკენ მიმავალი ქუჩები ხალხით იყო გაჭედილი. მთაწმინდაზე ბარათაშვილის სიახლოვეს დაკრძალეს. 2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი.