თენგიზ ბუაჩიძე  (1926-1994)

ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1960-1965 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრი იყო, 1973-1976 წლებში - საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, 1976 წლიდან - ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.