ოთარ მამფორია (1924-2000)

დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს, ხოლო შემდეგ მოსკოვის მ. გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა. თარგმნა ესენინი, ბლოკი, ევტუშენკო, პასტერნაკი. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.