გიგი სულაკაური (1953- 2012)

პოეტი, მწერალი. დაიბადა მწერალ არჩილ სულაკაურის ოჯახში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“. 2008 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის — „გალას“ ჟიურის წევრი. გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.