საიათნოვა (1712-1795)

სომეხი პოეტი, აშუღი.

ხოვრობდა საქართველოში. ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიიღო; ქართულ ენას იგი, სომხურ ენასთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა; 1742 წლიდან საკუთარ სახოტბო-სატრფიალო ლექსებსაც თხზავდა; ლექსებს თხზავდა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე; სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებს ქართული ასოებით წერდა; ჯერ თბილისში მოღვაწეობდა, შემდეგ - თელავში; 1762-1765 წწ. იყო სამეფო კარის საზანდარი;

ლეგენდის თანახმად, დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს; დაკრძალულია თბილისში, სურფგევორქის ეკლესიის კედელთან.