გიორგი გოცირიძე (1910—1977)

საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ვიცე პოლკოვნიკი. 1940 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოღვაწეობდა მოსკოვში, მშენებელ-არქიტექტორად. 1941 წელს გაიწვიეს მოქმედ არმიაში. 1942 წელს დაასრულა სამხედრო-საინჟინრო აკადემიის დაჩქარებული კურსი. თავი გამოიჩინა 1943 წლის 28 სექტემბერს, დნეპრის ფორსირებისას, რისთვისაც მიენიჭა გმირის წოდება. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვის სასაფლაოზე.