სერგო ჭიღლაძე (1920-1944)

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი, მეტყვიამფრქვევე, სერჟანტი. 1942 წლიდან ომშია, იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთის, ბრიანსკისა და ბელორუსიის ფრონტებზე. ასევე ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებისათვის. 1944 წელს, სოფელ დუბროვნას მისადგომებთან, დაზვერვაზე ყოფნის დროს წააწყდა მტრის განლაგებას, დაეუფლა მათ ტყვიამფრქვევს და გააარღვია ალყა. დაკრძალულია გომელსკის ოლქში, სოფელ დუბროვნასთან.