აკაკი ოთხმეზური (1874-1916)

პირველი მსოფლიო ომის გმირი, პოლკოვნიკი. დაიბადა ოზურგეთის რაიონში, დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი, 1892 წლიდან სამხედრო სამსახურშია, პირველ მსოფლიო ომში მეთაურობდა გრენადერთა მე-14 პოლკს. დაიღუპა გმირულად. დაკრძალეს სოფელ მიხნევიჩში, ქ.სმორგონის მახლობლად, წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გალავანში.