სესილია თაყაიშვილი (1906-1984)

მსახიობი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1966). 1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.