გიორგი გეგეჭკორი (1923-2003)

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი 1944 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში.  კინოში შეასრულებული აქვს 33 როლი. გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.