მედეა ჩახავა (1921-2009)

მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1943 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ლირიკულ-კომედიური მსახიობი. ჩახავას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ სახეებს. 2006 წელს რუსთველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ასე გამოიყურებოდა საფლავი მისი შვილის, თემურ ჩხეიძის დაკრძალვამდე (2022 წელი)

ასე გამოიყურებოდა საფლავი მისი შვილის, თემურ ჩხეიძის დაკრძალვამდე (2022 წელი)