ნუნუ თეთრაძე (1911-1985)

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია 1937 წელს. იმავე წელს ახალგაზრდა სტუდიელებთან ერთად გაემგზავრა ბათუმში და დაიწყო სამსახიობო მოღვაწეობა. ბათუმის თეატრში მას განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი, გადაღებულია ფილმებშიც. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.