ვარლამ ჩხიკვაძე (1892-1966)

საქართველოს დამსახურებული არტისტი.

სწავლობდა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 16 წლისა მუშაობას იწყებს ქუთაისის თეატრში სტატისტად, შემდეგ ასრულებდა ეპიზოდურ როლებს მასობრივ სცენებში. მოგვიანებით ჩაირიცხა ქუთაისის თეატრის დასში და 1925 წლამდე იყო მსახიობად. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ფოთის (1925-1927), ჭიათურის (1927-1928), ქუთაისის (1928-1931, 1932-1935), ბათუმის (1931-1932), ხაშურის (1935-1936), თელავის (1937-1938), თეატრებში. 1938 წელს კვლავ ქუთაისის თეატრში მიიწვიეს მსახიობად.

დაკრძალულია ქუთაისში, საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ლოლიტა ჭოლაძემ.