ქრისტეფორე ნინიაშვილი(1921-2014)

ცნობილი ფალავანი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე, სამბოს და ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1948, 49). საქართველოს სამბისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1950-72), საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, ავტორი წიგნისა “ქართული ჭიდაობა” (1997). დაკრძალულია სოფელ დიღმის სასაფლაოზე. ფოტოები აღებულია ბატონი დონი ფანჩულიძის გვერდიდან, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ.