ანდრო ნავასარდოვი (1915-1999)

მოკრივე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. 1945 წელს იყო კაპიტანი თბილისის მოკრივეთა ნაკრებისა, რომელმაც სსრკ ჩემპიონატზე I ადგილი დაიკავა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები;  საკავშირო კატეგორიის მსაჯი; დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.