იოსებ (სოსო) გაბაშვილი (1908-1973)

გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი. სწავლობდა თბილისის სატავადაზნაური გიმნაზიაში, სადაც იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ხატვის ხელოვნებას. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. თავისი ძირიტადი სპეციალობის, ფერწერისა და გრაფიკის გარდა, წარმატებით მუშაობდა სცენოგრაფიაში, პლაკატისა და ილუსტრაციის ჟანრში. განსაკუთრებუთ დიდი წვლილი შეიტანა საბავშვო წიგნის გრაფიკაში. სისტემატურად მონაწიეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. იოსებ გაბაშვილი წლების მანძილზე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვისა და ფერწერის კათედრის პროფესორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.