ნოდარ ერგემლიძე (1939-1993)

საქართველოს დამსახურებული მხატვარი. თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების კათედრის უფროსი მასწავლებელი. აღადგინა 1973 წელს დამწვარი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ცენტრალური ჭაღი და განათების სისტემა. 1981 წელს კი საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურიატის ჯილდო მიენიჭა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.