ოთარ ქანდარია (1937-2014)

საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. უშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. გამოფენებში მონაწილეობდა 1966 წლიდან (ქუთაისი, თბილისი, მოსკოვი, პარიზი). აქვს გრაფიკული სერია „ქართული ისტორიული ძეგლები“. 2006 წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის დაარსების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ამ სერიის საუკეთესო ნიმუშები გამოვიდა ალბომად, სახელწოდებით „ჟღერს ქვის ჰარმონია“. მისი გაფორმებულია 200-ზე მეტი წიგნი. ოთარ ქანდარიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კერძო კოლექციებში. დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე.