ზურაბ პატარიძე (1928-1982)

საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. დაიბადა 1928 წელს ქალაქ თბილისში. 1952 წელს ამთავრებს საქართველოს კიროვის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს და ამის შემდეგ ათი წლის განმავლობაში მუშაობს ჭიათურის მარგანეცის ტრესტის სისტემაში. იგი იყო ცვლის, უბნის, შახტის უფროსი, მაღაროთა სამმართველოს მთავარი ინჟინერი და დირექტორი, ტრესტის მთავარი ინჟინერი. 1962 წლის მარტში ირჩევენ საქართველოს კპ ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 1975 წლიდან იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. დაიღუპა ავარიის შედეგად. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

geonecropol.com