აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აკაკი წერეთელი (1840-1915)

პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.  მთაწმინდის პანთეონზე დაწერილ წიგნში მამია ჩორგოლაშვილი შენიშნავს, რომ თავდაპირველად ვარაუდობდნენ აკაკის ნეშტის ილიას სამარის გვერდით დაკრძალვას, მაგრამ კლდის გამო საფლავის გათხრა გაძნელდაო, დაკრძალვის შემდეგ აკაკის საფლავზე დარჩა ერთადერთი გვირგვინი წარწერით: „აკაკის. საქართველო“, მოგვიანებით კი აღიმართა სიმბოლური ძეგლი (ავტ. დავით კაკაბაძე): ლაბრადორის ოთხი მასიური ქვა სამ რიგადაა განლაგებული. ზედა ქვაზე მიმაგრებულია ასიმეტრიული ჩანგი: ოთხი ხაზი და წრე - პოეზიისა და მუსიკის კავშირი. ქვედა ქვაზე ამოკვეთილია ერთადერთი სიტყვა: აკაკი