აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959)

პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. უკანასკნელ გზაზე გალაკტიონი მთელმა საქართველომ გააცილა. მთაწმინდის პანთეონისკენ მიმავალი ქუჩები ხალხით იყო გაჭედილი. მთაწმინდაზე ბარათაშვილის სიახლოვეს დაკრძალეს. 2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი.

მემორიალური ქვა საავადმყოფოს ეზოში, სადაც გალაკტიონმა თავი მოიკლა.