ქართველი კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ. 1980 წლის 5 ივლისს ქალაქ ბურსაში, ოზქანი თურქული ულტრა-ნაციონალისტური დაჯგუფების „რუხი მგლების“ აქტივისტებმა მოკლეს. აჰმეთ ოზქანი სოფელ ჰაირიეში განისვენებს.