მიხეილ მურვანიშვილი (1875-1959 )

მეტყევე. 1923 წელს ბორჯომში მოაწყო რესპუბლიკაში პირველი თესლის საშრობი ქარხანა, რომელიც აღჭურვილი იყო ყოველგვარი დამხმარე მანქანა-იარაღებით, ამით საფუძველი ჩაუყარა ტყის სათესლე მეურნეობას; მისი ხელმძღვანელობით ბორჯომში, წაღვერში, ბაკურიანში, აბასთუმანში მრავალ ჰექტარზე გაშენდა ტყე. 1975 წელს დაწესდა მისი სახელობის ყოველწლიური პრიზი, რომლითაც საუკეთესო პოფესიონალი მეტყევეები ჯილდოვდებოდნენ. დაკრძალულია მის მიერვე გაშენებულ ტყეში სურამის თავზე(ხაშურის რაიონი)