აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვიტალი უგრეხელიძე (1901-1983)

სამხედრო პირი, იუნკერი. გარდაიცვალა ლონდონში, 82 წლის ასაკში, 1983 წლის 15 იანვარს. მან დაიბარა მისი ფერფლი მდინარე ტემზაში ჩაეყარათ, იქნებ ოდესმე წყალმა ჩემი სამშობლოს ნაპირებზე გამორიყოსო. მეუღლემ თხოვნა არ შეუსრულა, მისი ფერფლი ოჯახში ურნაში ინახებოდა და აი, 30 წლის შემდეგ, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართველი იუნკერისა და პოლონეთის არმიის მაიორ ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.