თენგიზ მაქაცარია (1929-1968)

შორეული ნაოსნობის კაპიტანი - სახელოვანი ქართველი ზღვაოსანი. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დასრულების შემდეგ თენგიზ მაქაცარიამ შორეულ აღმოსავლეთს მიაშურა და 4 წლის მანძილზე იქაური სანაოსნოს გემებით წყნარ ოკეანეში,იაპონიის,ოხოტისა და ბერინგის ზღვებში ცურავდა. 1955 წელს მან ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი დაამთავრა და საქმიანობა შავი ზღვის სანაოსნოში განაგრძო. 1961 წელს სრულიად ახალგაზრდამ,32 წლის ასაკში სამგზავრო ლაინერი -"ГРУЗИЯ" ჩაიბარა,რომლის ეკიპაჟსაც კაპიტანი მაქაცარია სიცოცხლის ბოლომდე მეთაურობდა კიდეც... მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა,1968 წელს. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.