იური ბიბილეიშვილი

(1935-2017) - პედაგოგიკურ და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი. მწერალთა კავშირის წევრი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურიატი (2011 წ.). სტუდენტობის პერიოდში (9 მარტი, 1956 წელი) საჯაროდ გამოხატა პროტესტი ქართველი ხალხის მიმართ ,,ველიკორუსული“ დამოკიდებულების წინააღმდეგ, რის გამოც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.