გივი კიღურაძე (1922 - 1978)

ისტორიკოსი, ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1969 წლიდან თსუ-ს ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის გამგე. მისი მეცნიერული შრომები ეხება ინგლისის და საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციების, ასევე ახალი და უახლესი ისტორიის საკითხთა ფართო წრეს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.