შოთა ქემხაძე (1917-1989)

მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ალგებრას, კერძოდ, ნილპოტენტურ ჯგუფთა თეორიის საკითხებს. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.