ნუგზარ ბეთანელი (1951-2001)

ფსიქოლოგი. სოციალურ-ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

1987-1991 წელს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი აზრისა და სოციალური პოლიტიკის კათედრას საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში (მოსკოვი). 1990 წელს ჩამოაყალიბა პარლამენტარიზმის სოციალურ-კვლევითი ინსტიტუტი.

დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფალაოზე.