ნიკოლოზ ბერაძე (1905-1980)

ექიმი, ოფთალმოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს. 1950–1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1960–1971წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე; 1960–1970წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.