ილია ლორთქიფანიძე (1896-1941)

ცნობილი პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბავშვთა საავადმყოფოების დაარსების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი საქართველოში. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის რაიონი). 1920 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.