სიმონ გრიგოლავა (1881-1957)

ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა თბილისში. 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემია. ქირურგის რანგში მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში, ხალხინ გოლის ბრძოლებში, ფინეთის ომში. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საბჭოთა არმიის მთავარი ქირურგის მოადგილე. 1943 წელს მიიღო სტალინური პრემია. დაკრძალულია პეტერბურგში, ბოგოსლავსკის სასაფლაოზე.