ალექსი რობაქიძე (1924-2003)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1947–1951წწ. იყო მთაწმინდის რაიონის ონკოლოგიური პუნქტის გამგე; 1948–1949წწ. სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1948 წლიდან მუშაობდა კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. იყო წყალტუბოს, საირმის, ლაშიჭალისა და სიმონეთის კურორტთა კონსულტატი. ავტორია 114 სამეცნიერო ნაშრომისა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის პანთეონში.

geonecropol.com